დერმატოლოგ-ვენეროლოგი გიორგი გალდავა საკუთარმა კოლეგამ ცეცხსასროლი იარაღით დაჭრა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ “კანისა და ვენერიულ სნეულებათა ეროვნულ ცენტრში” მოხდა. დაჭრილ ექიმს, რომელიც აღნიშნული კლინიკის ხელმძღვანელია, ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.
მომხდარს ადასტურებენ შსს-ში. როგორც უწყებაში განგვიმარტეს, სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მცელობის მუხლით არის აღძრული