რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში ბეტონის საფარი იგება სოფ.ზემო ნოღაში .
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,გზები” ასრულებს.
მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტერის მერმა, დავით ბახტაძემ, ინფასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, ზურაბ გოგიასთან ერთად დაათვალიერა.
მიმდინარე პერიოდში დაგეგმილია , სოფელ ჭოგნარიდან სოფ.გამოჩინებულში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის მონასტრამდე გზაზე ბეტონის საფარის დაგება.
პროექტს ახორციელებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი სამტრედიის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით. სამუშაოების განხორციელების მიზნით გამოცხადებულია ელექტრონული ტენდერი .


