პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია კელი დეგნანის განცხადებას ეხმიანება, რომელის მიხედვითაც დეზიმფორმაციაა, რომ აშშ ცდილობს საქართველო ჩაითრიოს ომში.
ხოფერიას თქმით, ამ პასუხების შემდგომ ქართველი ხალხი თავად გადაწყვეტს აშშ-ს სტატუსს საკუთარ სამშობლოსთან მიმართებაში.
„ქალბატონო კელი!
სიცრუესა და სიმართლეს ქართველი ხალხის ერთიანი გონი თავად გაარკვევს! თქვენ, სჯობს, პირდაპირ და ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე დააფიქსიროთ საელჩოს, ანუ ამერიკის ოფიციალური პოზიცია რიგ საკითხებთან დაკავშირებით.
მაგალითად:
1 უნდა განთავისუფლდნენ თუ არა სააკაშვილი და გვარამია?
- უნდა დაუწესდეს თუ არა სანქციები ბიძინა ივანიშვილს?
- იმსახურებს თუ არა საქართველო ევრიკავშირში გაწევრიანებისათვის საჭირო კანდიდატის სტატუს?
სულ ესაა….
ამ პასუხების შემდგომ ქართველი ხალხი თავად გადაწყვეტს აშშ-ს სტატუსს საკუთარ სამშობლოსთან მიმართებაში.“ – წერს ხოფერია facebook – ზე.