fbpx

ჯუანშერ ბურჭულაძე საბერძნეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საბერძნეთის რესპუბლიკის
ახლადდანიშნულ ელჩს მარია თეოდორუს უმასპინძლა. თავდაცვის მინისტრმა ელჩს
თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ
უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა. შეხვედრაზე ჯუანშერ ბურჭულაძემ ხაზი გაუსვა
საქართველოსა და საბერძნეთს შორის მეგობრობასა და პარტნიორობას და მადლიერება
გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და
ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის.
შეხვედრაზე უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ რუსეთის საომარმა
მოქმედებებმა უკრაინის წინააღმდეგ შეცვალა ევროატლანტიკური უსაფრთხოების რეალობა.
მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს და ასევე, ნატო-
საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებულ ინიციატივებზე ისაუბრეს.
საუბარი შეეხო საბერძნეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტს საქართველოში, რომელიც
ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში მიმდინარე წელს იგეგმება.
შეხვედრას საბერძნეთის რესპუბლიკის ატაშე, პოლკოვნიკი ვასილიოს ლაგოგიანისი დაესწრო.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება