fbpx

კორონავირუსის აფეთქების მეორე ტალღა საქართველოს არ ემუქრება-ჯანმო

კორონავირუსის აფეთქების მეორე ტალღა საქართველოს არ ემუქრება”,-ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირტუალურ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, სადაც პანდემიიდან გამომდინარე არსებული მდგომარეობა შეჯამდა. პრესკონფერენციას ევროპის ქვეყნების მედიის წარმომადგენლებთან ერთად “რუსთავი2” ჟურნალისტებიც დაესწრნენ. ინფორმაციას “რუსთავი2” ავრცელებს.

“საქართველო ევროპის იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, სადაც ვირუსის წინააღმდეგ ღონისძიებები ადეკვატურად და დროულად გატარდა, ამან კი თავის მხრივ განაპირობა ის, რომ სიტუაცია ქვეყანაში კონტროლს ექვემდებარება და დაბალია სიკვდილიანობის მაჩვენებელი.კორონავირუსის აფეთქების მეორე ტალღა საქართველოს არ ემუქრება”,- აღინიშნა პრესკონფერენციაზე.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსი 615 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 275 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება