fbpx

ნაციონალები“ და მათი ლობისტები საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას პროვოცირებენ-ნანა კაკაბაძე

„ნაციონალები“ და მათი ლობისტები საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას პროვოცირებენ!, – ამის შესახებ ნანა კაკაბაძე Facebook-ზე წერს. არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველა საერთაშორისო ფორუმზე (გაერო, ევროსაბჭო და ა. შ.) დააფიქსირა უკრაინის მხარდამჭერი და რუსეთის მოქმედებების დამგმობი პოზიცია.

„ქვეყანაში იღებს და შეღავათებს უწესებს უკრაინელ ლტოლვილებს. უკრაინაში სისტემატურად აგზავნის ჰუმანიტარულ ტვირთს. საქართველო თითქმის ერთადერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელთა საელჩოებსა და საკონსულოებს ბოლო მომენტამდე არ დაუტოვებიათ უკრაინის ტერიტორია.

აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, საფრანგეთმა და სხვა ქვეყნებმა ომის დაწყებამდე გაიყვანეს საელჩოები კიევიდან.

აღნიშნულმა და სხვა დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა ღიად განაცხადეს, რომ ხელს არ შეუწყობენ მათი მოქალაქეების უკრაინაში მოხალისეებად წასვლას. ბევრმა ქვეყანამ (მათ შორის ისრაელმა) უარი განაცხადა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შეერთებაზე.

მიუხედავად ამისა, იგეგმება და ხორციელდება, საქართველოს ხელისუფლების შავი პიარი, ვინაიდან ისინი არ უერთდებიან რუსეთის საწინააღმდეგო საერთაშორისო სანქციებს და ოფიციალურად არ მიესალმებიან ქართველი მოხალისეების უკრაინაში წასვლას (თუმცა არაოფიციალურად იქ ათასობით ქართველი მოხალისე იბრძვის) ამით ისინი დგანან თურმე აგრესორის მხარეს და აკეთებენ რუსეთის საქმეს.

ამას „ნაცები“ და მათი უცხოელი ლობისტები (მათ შორის უკრაინაში) აკეთებენ ხმაშეწყობილად გამოკვეთილია მიზანი, როგორმე საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი.

„ომის პარტიის“ იდეოლოგებს ახალი მიზეზი მიეცათ, ვინაიდან 3 ქვეყნის ლიდერები მორალური თანადგომის მიზნით გუშინ კიევში ჩავიდნენ, ხოლო უკრაინის პრეზიდენტმა ასეთი დემონსტრაციული ნაბიჯების გადადგმისკენ სხვა ქვეყნებსაც მოუწოდა, ასეთ პირობებში საქართველოს პრემიერის არ ჩასვლა კიევში თურმე იქნება რუსეთისადმი ლოიალობის გამოხატულებაო.

სინამდვილეში ისინი მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, წაიყაროს თავზე ნაცარი, თვალი დახუჭოს საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევაზეც, საქართველოს მიერ ძებნილების უკრაინის ხელისუფლებაში დასაქმებაზეც, ათას შეურაცხმყოფელ განცხადებაზეც და ეახლოს შეურაცხმყოფელ ხელისუფალს.

მსოფლიოს 200-მდე ქვეყნიდან 190-ზე მეტი არც ჩასულა და ალბათ არც ჩავა კიევში. „ნაცების“ სურვილია საქართველომ გამოავლინოს უთავმოყვარეობა, წინდაუხედაობა და მისი ხელმძღვანელი ჩავიდეს კიევში.

„ნაცებისა“ და ლობისტებისთვის ყველა გზა მისაღებია („მიზანი ამართლებს საშუალებას“), მათი მიზანია, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებს. იმედია, ისინი ვერ მიაღწევენ ბოროტ მიზანს!“ – წერს კაკაბაძე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება