საქართველო მსოფლიოს 179 ქვეყანას შორის დემოკრატიზაციის 10 წლიანი პროგრესით მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მოხვდა.
კვლევას აქვეყნებს დემოკრატიის კვლევის წამყვანი ცენტრი მსოფლიოში, ორგანიზაცია “დემოკრატიის მრავალფეროვნება” (V-DEM), რომელიც ერთ-ერთია იმ თითზე ჩამოსათვლელ, საერთაშერისო დონეზე აღიარებულ პროექტებს შორის, რასაც მსოფლიოს ბანკის “გლობალური მმართველობის ინდიკატორები” ეფუძნება.
მსოფლიოს ამ წამყვანი სინქ თენქის შეფასებით 2012-2021 წლებში დემოკრატიზაციის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პროგრესი მსოფლიოს მხოლოდ 15 ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ განიცადა, შესაბამისად 2022 წლის ლიბერალური დემოკრატიის ინდექსში საქართველოს პოზიცია ბოლო 10 წელიწადში მკვეთრად გაუმჯობესდა და დღეს დემოკრატიის დონით უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა მაგალითად პოლონეთი, უნგრეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო და ა.შ.
ინდექსში კვლევის ობიექტს წარმოადგენს დემოკრატიის ლიბერალური პრინციპი, რომელიც ხაზს უსვამს ინდივიდუალური და უმცირესობების უფლებების დაცვის მნიშვნელობას სახელმწიფოს ტირანიისა და უმრავლესობის ტირანიისგან, რაც მიიღწევა კონსტიტუციით დაცული სამოქალაქო თავისუფლებებით, კანონის ძლიერი უზენაესობით, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემით და ეფექტური მეთვალყურეობით. იმისათვის, რომ ეს იყოს ლიბერალური დემოკრატიის საზომი, ინდექსი ასევე ითვალისწინებს საარჩევნო დემოკრატიის დონეს.
2022 წლის ლიბერალური დემოკრატიის ინდექსის მიხედვით პირველ ადგილზე შვედეთი გავიდა, მეორე და მესამე ადგილი შესაბამისად დანიამ და ნორვეგიამ დაიკავა.
V-DEM-მა ლიბერალური დემოკრატიის ინდექსის გარდა საქართველოს 10 წლიანი პროგრესი არჩევითი დემოკრატიის ინდექსშიც აღიარა. საქართველო მსოფლიოს იმ 13 ქვეყნას შორის დაასახელდა, სადაც არჩევითი დემოკრატია ბოლო 10 წელიწადში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
არჩევითი დემოკრატიის ინდექსის კვლევის ობიქტს წარმოადგერნს დემოკრატიის საარჩევნო პრინციპი, რომელიც ცდილობს განასახიეროს მმართველების მოქალაქეებისადმი პასუხისმგებლობის ძირითადი ღირებულება, რაც მიღწეულია საარჩევნო შეჯიბრის უზრუნველყოფის გზით იმ გარემოებებში, როდესაც ხმის უფლება ფართოა; პოლიტიკურ და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შეუძლიათ თავისუფლად იმოქმედონ; არჩევნები არის სუფთა და არ არის დაზიანებული გაყალბებით ან სისტემატური დარღვევებით. არჩევნებს შორის არის გამოხატვის თავისუფლება და დამოუკიდებელი მედია, რომელსაც შეუძლია, წარმოადგინოს ალტერნატიული შეხედულებები პოლიტიკურ აქტუალურ საკითხებზე.
„დემოკრატიის მრავალფეროვნება“ (V-Dem) არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სოციალური პროექტი, სამეცნიერო მონაცემების შეგროვების და ანალიზის პროექტი უშუალოდ დემოკრატიაზე. მისი სათაო ოფისი დაფუძნებულია V-Dem ინსტიტუტში, შვედეთში, გოტენბურგის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების დეპარტამენტში.
პროექტს უძღვება ხუთი მთავარი გამომძიებელი, 19 პროექტის მენეჯერი, დაახლოებით 33 რეგიონალური მენეჯერი, 100-ზე მეტი ქვეყნის კოორდინატორი და 3500-ზე მეტი ქვეყნის ექსპერტი.
ორგანიზაცია ერთ-ერთია იმ კვლევით პროექტებს შორის, რასაც მსოფლიოს ბანკის “გლობალური მმართველობის ინდიკატორები” ეფუძნება.