საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის ყოფილი წევრის, თამაზ მეჭიაურის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს.
როგორც პრემიერი ფეისბუქზე წერს, მისი სახით ახლობლებმა და კოლეგებმა დაკარგეს გულისხმიერი მეგობარი, ქვეყანამ კი – კარგი მამულიშვილი.
„მწუხარებას გამოვხატავ გამორჩეული პოლიტიკოსისა და მოღვაწის, ბატონი თამაზ მეჭიაურის, გარდაცვალების გამო.
მისი სახით ახლობლებმა და კოლეგებმა დაკარგეს გულისხმიერი მეგობარი, ქვეყანამ კი – კარგი მამულიშვილი.
ამ მძიმე წუთებში, სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ ბატონი თამაზის ოჯახსა და ახლობლებს“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში