თბილისის საკრებულოს დეპუტატი,გივი ჩხარტიშვილი-გუშინ ნაც. მოძრაობის ტელევიზიამ კახა კალაძის ქონებასთან დაკავშირებით ე.წ. სკანდალური ინფორმაცია შემოგვთავაზა. ყველამ კარგად ვიცით, რომ კახა კალაძეს უმაღლესი დონის ფეხბურთი აქვს ნათამაშები. მან თავისი შრომით მიაღწია ყველა დასახულ მიზანს. ქონებრივი დეკლარაცია კი, ისედაც საჯაროდ ხელმისაწვდომია.
პარტიული ტელევიზიები სიძულვილსა და ბოღმას აფრქვევენ, რაც ქართულ საზოგადოებას არ უკვირს. ამიტომაც, ქართველმა ხალხმა გვარამიების, უგულავების, ხაბეიშვილებისა და მათი ბელადის სააკაშვილის მმართველობას არაერთხელ გასცა საკადრისი პასუხი.