ზურაბ გურულის სოციალურ ქსელში წერს-ამუშავდა სახელმწიფო რეპრესიის მთელი აპარატი. დაიწყო სიბინძურის გავრცელება ჩემი აკადემიური და კლინიკური სტატუსის შესახებ; გადასწვდნენ ჩემს გენეალოგიას ხუთი თაობის წინ; აპელირებას აკეთებენ სამედიცინო ეთიკის დარღვევაზე; პირადი ფოსტა გაივსო მუქარისა და ლანძღვის შემცველი წერილებით. თუკი რაიმე სიბილწის მოფიქრება შეიძლებოდა, ყველა არხი ამუშავებულია. ამაში ტროლებთან ერთად მონაწილეობენ მოხალისეებიც. მოთხოვნა ერთია: შევიდე სასწრაფოდ “ბუტკაში”. ალბათ კიდევ ბევრ “საოცრებას” ვიხილავ ამ დღეებში.