
ვაშინგტონი, 21 აპრილი (Xnews.ge)
აშშ ხელისუფლება განიხილავს საუდის არაბეთიდან ნავთობის იმპორტის შეწყვეტის შესაძლებლობას .
ამის შესახებ 21 აპრილს განაცხადა აშშ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში, თეთრ სახლში ბრიფინგზე.
„ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხს; … რასაკვირველია, ჩვენ გვაქვს ბევრი, საკმარისი ნავთობი“ – ასე უპასუხა მან ერთ-ერთი ჟურნალისტის შეკითხვას ამ თემაზე.