ხედავთ? უკვე დაავიწყდათ ლექსო ლაშქარავა-შაკო კუჭაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი შაკო კუჭაშვილი სოციალურქსელში წერს-

ხედავთ? უკვე დაავიწყდათ ლექსო ლაშქარავა.რატომ დაავიწყდათ ლექსო ლაშქარავა?იმიტომ რომ დაავიწყდათ დათო სარალიძე და ლევან დადუნაშვილიიმიტომ რომ დაავიწყდათ თამარ ბაჩალეიშვილიიმიტომ რომ დაავიწყდათ შაქარაშვილიარადა, არაფერი დავიწყებიათ, უბრალოდ აღარაა მათთვის საინტერესო…არც მაშინ ფიქრობდნენ მათზე, როცა რეპორტაჟებსა და გადაცემებს უძღვნიდნენ, არც მაშინ ფიქრობდნენ, როცა პოლიტიკურ გამოსვლებში ამ ქეისების მიხედვით, ხელიაუფლების პასუხისმგებლობაზე ლაპარაკობდმენ, არც მაშინ ფიქრობდნენ, როცა მათი მშობლები ტიროდნენ, უყურებდნენ მშობლების ცრემლებს და ამ დროს, თავში საკუთარ ვერაგ მიზნებს ალაგაბდნენ.მათი მიზანი ერთია, მათი მიზანი სახელმწიფოს სტაბილურობის რღვევაა, ყველაფრის ფასად.მათი მიზანი კონკრეტულ დროს, თქვენ ემოციებზე თამაშია, როცა ხედავენ რომ არაფერი გამოსდით, უბრალოდ ჩუნდებიან… არ აინტერესებთ გამოძიება, არ აინტერესებთ ოჯახის ინტერესი. მათ ერთადერთი ინტერესი აქვთ ყოველ ასეთ შემთხვევაზე – თქვენი ემოციებით მანიპულირება, თქვენზე ზეგავლენის მოხდენა, თქვენი შეცდომაში შეყვანა, რათა მიაღწიონ საწადელს – ხელში ჩაიგდონ სკამი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება