fbpx

წელს მთავრობა რთველის სუბსიდირებას 100 მილიონი ლარით ზრდის

წელს მთავრობა რთველის სუბსიდირებას 100 მილიონი ლარით ზრდის. ჯამურად, რთველის ღონისძიებების მხარდაჭერა ბიუჯეტს 138,4 მილიონი ლარი დაუჯდება. ამის შესახებ დღეს პარლამენტში, ბიუჯეტის ცვლილებების განხილვისას გახდა ცნობილი.

177 მილიონი ლარით გაზრდილია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება და უწყების ბიუჯეტი 628,6 მილიონ ლარს აღწევს.

გარდა რთველის დაფინანსებისა, სამინისტროს ბიუჯეტის ზრდა “ერთიანი აგროპროექტის” პროგრამის დაფინანსების მატებასაც ითვალისწინებს — ბიუჯეტის ახალი ვარიანტით ეს პროგრამა 74 მილიონი ლარით მეტით, ჯამში 280,7 მილიონი ლარის ოდენობით დაფინანსდება

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება