1 ივნისიდან საქართველოში შემოსვლა შეუძლია:
სახმელეთო გზით:
ყველა ქვეყნის მოქალაქესა და რეზიდენტს, ვაქცინის სრული დოზის დამადასტურებელი ცნობით და ბოლო 72 საათში აღებული PCR ნეგატიური ტესტით
არავაქცინირებული 53 ქვეყნის მოქალაქე/რეზიდენტს, ბოლო 72 საათში აღებული PCR ნეგატიური ტესტითა და მესამე დღეს საკუთარი ხარჯით ტესტის ჩატარების ვალდებულებით
საჰაერო გზით:
ყველა ქვეყნის მოქალაქესა და რეზიდენტს, ვაქცინის სრული დოზის დამადასტურებელი ცნობით
არავაქცინირებული 53 ქვეყნის მოქალაქე/რეზიდენტს, ბოლო 72 საათში აღებული PCR ნეგატიური ტესტით და საქართველოში შემოსვლიდან 3 დღის შემდეგ საკუთარი ხარჯით ტესტის ჩატარების ვალდებულებითვრცლად რეგულაციები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე : https://georgia.travel/ka_GE/სტატია/covid-travel-alert ტურიზმის ადმინიტრაცია