ნატოს სტანდარტიზაციისა და თავსებადობის თემაზე ტრენინგი დაიწყო

ნატოს სტანდარტიზაციისა და თავსებადობის თემაზე ტრენინგი დაიწყო

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტანდარტიზაციისა და კოდიფიკაციის სამმართველოს
პერსონალისა და თავდაცვის ძალების შესაბამისი პროფილის სამხედრო მოსამსახურეებისთვის
ნატოს სტანდარტიზაციისა და თავსებადობის თემაზე ტრენინგი დაიწყო. კურსი, რომელიც
საქართველოს თავდაცვის უწყების თანამშრომლებისთვის პირველად იმართება, თავდაცვის
ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ და თავდაცვის
სამინისტროს ინფრასტრუქტურის მართვის, სტანდარტიზაციისა და კოდიფიკაციის
დეპარტამენტის უფროსმა ნინო ოსაძემ გახსნეს.
სწავლების მიზანს საქართველოს თავდაცვის ძალების ნატოსთან თავსებადობის
კრიტერიუმების განსაზღვრა, ნატოს სტანდარტიზაციის ოფისის მუშაობის პრინციპების და ვებ-
გვერდის გამოყენების წესების გაცნობა წარმოადგენს. ხუთდღიანი ტრენინგის განმავლობაში
მსმენელები ქვედანაყოფების ნატოს ეგიდით წარმართული მისიების დროს სტანდარტიზაციის
მოთხოვნების შესრულებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში ნატოს
სტანდარტიზაციის სისტემის როლის შესახებ საჭირო ინფორმაციას მიიღებენ.
კურსს ნატოს შტაბ-ბინიდან მობილური საწვრთნელი ჯგუფის წარმომადგენელი ოფიცრები
უძღვებიან. ტრენინგის განმავლობაში ნატოს შტაბბინიდან ონლაინ ჩართვაც განხორციელდება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება