ერთია, როცა გაქვს სურვილი პოლიტიკაში დაბრუნების და მეორეა – რეალურად დაბრუნდე პოლიტიკაში, ოპოზიციურ ფლანგში-კახიშვილი გახარიაზე

-კახა კახიშვილი ,,ქართული ოცნების,,დეპუტატი- ოპოზიციის ყოფნა პარლამენტში მნიშვნელოვანია არა„ქართული ოცნებისა“ და თავად ოპოზიციისთვის, არამედ ქვეყნისთვის. შესაძლოა, ერთი შეხედვით, ვინმეს მოეჩვენოს, „ქართული ოცნებისთვის“ კომფორტულია, რომ ოპოზიცია არ არის პარლამენტში, მაგრამ ასე არაა, მომავლისთვის იქნება პრობლემური. უნდა გამოიძებნოს კომპრომისები და რაღაც ორივე მხარემ უნდა დათმოს. საკუთარ ეგოებს და ამბიციებს ქვეყანა არ უნდა გადავაყოლოთ. პოლიტიკური პროცესები უნდა გადავიდეს პარლამენტში. რაც არ უნდა ცხარე იყოს დებატები, სჯობს, პარლამენტში მოგვარდეს ყველაფერი, ვიდრე ქუჩაში. – საზოგადოება დაიღალა. დღეს საზოგადოებას არ აინტერსებს, ვინ იქნება და არ იქნება პარლამენტში, აინტერესებს პოსტპანდემიური ფაქტორი – გაჩერებული ბიზნესები და მცირე საწარმოები, კრედიტები, გაზრდილი ფასები, დახურული სასტუმროები… ადამიანებს სხვა მოთხოვნა აქვთ. პოლიტიკური პროცესების გამო ხალხი ქუჩაში არ გამოდის, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ სოციალური პრობლემების გამო ძალიან ბევრი გამოვიდეს. რთული ვითარებაა ეკონომიკური თვალსაზრისით მოსახლეობაში. ადამიანები დაიღალნენ პოლიტიკით.- რაც შეეხება გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნების საკითხს, უნდა აღინიშნოს, რომ ერთია, როცა გაქვს სურვილი პოლიტიკაში დაბრუნების ან განაცხადო, რომ ბრუნდები და მეორეა – რეალურად დაბრუნდე პოლიტიკაში, ოპოზიციურ ფლანგში. გასათვალისწინებელია, რომ ბევრად განსხვავებული სასტარტო პირობები გექნება ოპოზიციაში, ვიდრე იყავი პოლიტიკოსი მმართველ გუნდში. გიორგი გახარიამ თავისი მოღვაწეობის პერიოდში გარკვეული პოლიტიკური კაპიტალი დააგროვა. ეს კაპიტალი იქნება მისი სასტარტო პირობა, მაგრამ შემდეგ არის რთული – რამდენად შეინარჩუნებ ამ კაპიტალს და რამდენად შეძლებ, დაამატო მხარდამჭერთა რაოდენობა. როცა ხელისუფლებაში ხარ მარტივად შეგიძლია, მეტი პოზიტიური გადაწყვეტილებებით მიიღო პოპულარობა, მაგრამ სხვაა, როცა ოპოზიციაში ხარ – ისიც უნდა შეინარჩუნო და ასევე დაამატო, გუნდიც უნდა შექმნა. როდესაც ხელისუფლებაში ხარ, შენზე მთელი სახელისუფლებო წრე მუშაობს, ის არ მუშაობდა მარტო, ყველა მუშაობდა და, როგორც ამ გუნდის ხელმძღვანელი, ჩანდა. ამასთან, რაც შეეხება გახარიას მიერ გუნდიდან წასვლასა და პრემიერის თანამდებობის დატოვებას, ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები ერთ წუთში არ მიიღება. ეს არის ბევრი, სხვადასხვა დაგროვილი წვეთი, რომელმაც ერთიანად იფეთქა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება