ზესტაფონი, ქუთაისი – GCCA ახალგაზრდებთანსაგანმანათლებლო შეხვედრებს აგრძელებს

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვისსააგენტო ახალგაზრდებთან საგანმანათლებლოშეხვედრების ციკლს აგრძელებს. ინიციატივისფარგლებში, სააგენტოს სასწავლო-კვლევითი ცენტრისორგანიზებით, 10 ნოემბერს, იმერეთში, საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრებიქუთაისსა და ზესტაფონში გაიმართა.

ქუთაისში ადგილობრივ ახალგაზრდებს GCCA-ისთავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე შეხვდა, ხოლოზესტაფონში შეხვედრას სააგენტოს სასწავლო – კვლევითიცენტრის უფროსი თეო ბაბუნაშვილი გაუძღვა.

ქუთაისის ახალგაზრდობის სივრცეში გამართულიშეხვედრის ფარგლებში, ირაკლი ლექვინაძემ დამსწრეებსკონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვისსაკითხებზე პრეზენტაცია წარუდგინა და გააცნოკონკურენციის პოლიტიკის ძირითადი პრინციპები, კონკურენციის შემზღუდველი პრაქტიკების გამოვლენისადა მათ წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმები. სააგენტოსთავმჯდომარემ ისაუბრა კონკურენტული გარემოსმნიშვნელობაზე და განმარტა, თუ როგორ აისახებაკონკურენცია მომხმარებლისთვის უკეთესი ფასის, ხარისხისა და არჩევანის ხელმისაწვდომობაზე.

შეხვედრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებასმომხმარებელთა უფლებები წარმოადგენდა. მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს დისტანციურად, მათშორის, ონლაინ შეძენილი საქონლის დაბრუნების 14-დღიანი უპირობო უფლებისა და კანონითგათვალისწინებული ორწლიანი სამართლებრივიგარანტიის შესახებ. განიხილეს პრაქტიკულიმაგალითებიც, რომლებიც მათ საკუთარი უფლებებისდაცვისა და ინფორმირებული გადაწყვეტილებებისმიღებაში დაეხმარება. ამასთან, ირაკლი ლექვინაძემახალგაზრდებს გააცნო პორტალი ekalata.gov.ge, რომელიცმომხმარებელს სხვადასხვა სავაჭრო ქსელში ფასებისშედარებასა და ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაშიდაეხმარება.

ზესტაფონის ახალგაზრდობის ცენტრში გამართულშეხვედრაზე თეო ბაბუნაშვილმა დამსწრეებს ასევეგააცნო კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებებისდაცვის ძირითადი საკითხები, საკუთარი უფლებებისდაცვის მექანიზმები და სააგენტოს საქმიანობისმიმართულებები, მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღესსააგენტოს საგანმანათლებლო ელექტრონულირესურსებისა და კონკურენციის ონლაინ ლექსიკონისშესახებ.

გამართული შეხვედრები ახალგაზრდობის სააგენტოსთანგაფორმებული მემორანდუმის ფარგლებშიგანხორციელდა და მიზნად ისახავს კონკურენციისა დამომხმარებელთა უფლებების შესახებ მათინფორმირებულობისა და ცნობიერების ამაღლებას. ინიციატივა საგანმანათლებლო შეხვედრების ჩატარებასქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ითვალისწინებს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება