ახლად დამონტაჟებული მზის მიკროსადგურები დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ ჩიტაურმა, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზაუტაშვილმა, მხარის დელეგატმა დიმიტრი ხუნდაძემ, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კახაბერ გულედანმა, სს “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის” დირექტორმა ვლადიმერ ძნელაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, ნუკრი უნდილაშვილმა და მერის მოადგილე ბესიკ ბიჩნიგაურმა დაათვალიერეს.
პროექტი სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ მიერ განხორციელდა.
კახაბერ ჩიტაურის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთი ძირითადი მიზანი მუნიციპალიტეტის დასახლებებსა და სოფლებში მოსახლეობისთვის საცხოვრებლად უკეთესი პირობების შექმნაა.
„რთული რელიეფის გამო სოფლებს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. მზის მიკრო ელექტროსადგურის დამონტაჟება მოსახლეობას ელექტროენერგიით უწყვეტ რეჟიმში სარგებლობის საშუალებას მისცემს და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათი ცხოვრების პირობებს.“ – განაცხადა კახაბერ ჩიტაურმა.

