აქციის ფარგლებში ხის ნერგები საჯარო სკოლების მიმდებარე ტერიტორიასა და სანაპირო სკვერში დაირგო.
პროგრამა „ჩემი პირველი ნერგი“ საქართველოს მთავრობის ინიციატივით ხორციელდება. მისი მიზანია ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით ხელი შეუწყოს ტყეებისა და მწვანე სივრცეების აღდგენასა და გაფართოებას, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასა და ბუნებისადმი მზრუნველი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.
პროგრამის განხორციელებაში ჩართულნი არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტები