ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა ზამურ ჭითანავამ, პირველ მოადგილე ალექსანდრე ზაბახიძესთან და მოადგილე ვალენტინა ნავერიანთან ერთად, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე  საქართველოს სახალხო დამცველის 2025 წლის საპარლამენტო ანგარიშში მუნიციპალიტეტებისთვის გაცემული რეკომენდაციების შესრულების საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვას, განათლებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, სოფლის მეურნეობის მხარდამჭერ პროგრამებზე ინფორმირებასა და დასაქმების ხელშეწყობას.

შეხვედრას ასევე  ესწრებოდნენ მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი გიორგი გასვიანი, განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი კობა ჟღენტი და მერიის წარმომადგენლები.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება