ComCom-ის წევრმა ანი ვაზაგაშვილმა ციფრულ მედიაში არასრულწლოვანთა დაცვის საკითხებზე მიძღვნილ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ComCom-ის წევრმა ანი ვაზაგაშვილმა ციფრულ მედიაში არასრულწლოვანთა დაცვის საკითხებზე მიძღვნილ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

კომუნიკაციების კომისიის წევრმა ანი ვაზაგაშვილმა მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის (EPRA) 64-ე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ციფრულ მედიაში ბავშვებისა და ახალგაზრდების დაცვის საკითხებს ეხებოდა.

თემატური სესიის ფარგლებში მონაწილეებმა ონლაინ გარემოში არასრულწლოვანთა დაცვის მიმართულებით არსებული მდგომარეობა და გამოწვევები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ასაკობრივი შეზღუდვებისა და სოციალური მედიის გამოყენების აკრძალვის დანერგვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ გამოწვევებს, ასევე სწრაფად ცვალებად მედიაგარემოში ეფექტიანი მარეგულირებელი სტრატეგიების შემუშავებისა და განხორციელების საკითხებზე.

აღნიშნულ თემებზე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება მარეგულირებელ ორგანოებს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნონ სხვადასხვა მიდგომას ბავშვებისა და ახალგაზრდების ონლაინ სივრცეში დაცვის მიმართულებით. კომუნიკაციების კომისიისთვის ციფრულ გარემოში არასრულწლოვანთა დაცვის საკითხებზე ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობის გაღრმავება და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება პრიორიტეტულია.

EPRA-ს 64-ე შეხვედრის მიზანი წევრ მარეგულირებელ ორგანოებსა და მუდმივ დამკვირვებლებს შორის აუდიოვიზუალურ სფეროში არსებული სიახლეებისა და გამოწვევების განხილვა და გამოცდილების გაზიარება იყო.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება