სამტრედია ოფროუდ შეჯიბრს „SAMTREDIA OPEN 2026“ მასპინძლობს

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეთში ოფროუდ შეჯიბრი „SAMTREDIA OPEN 2026“ მიმდინარეობს, რომელიც 17 და 18 ოქტომბერს იმართება.

ღონისძიებას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა სტურუასთან ერთად დაესწრო.

„მნიშვნელოვანია, რომ სამტრედია მრავალფეროვან სპორტულ ღონისძიებებს მასპინძლობს. მსგავსი შეჯიბრებები ხელს უწყობს სპორტის პოპულარიზაციას, აერთიანებს მის მოყვარულებს და ზრდის ჩვენი მუნიციპალიტეტის ცნობადობას. მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს და თითოეულ მონაწილეს წარმატებულ და უსაფრთხო ასპარეზობას ვუსურვებ“, — აღნიშნა დავით ბახტაძემ.

შეჯიბრის ორგანიზატორია Offroad Club Samtredia, მხარდამჭერი — სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია. თითოეულ კატეგორიაში პირველ ადგილზე გასული სპორტსმენები მერიისგან თასებითა და ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება