დავით ნარმანია მსოფლიო ბანკის ESPIRE მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია მსოფლიო ბანკის ESPIRE მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას სემეკის მხრიდან ესწრებოდნენ კომისიის წევრები და დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები. 

​შეხვედრაზე განიხილეს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ტექნიკური და ფინანსური საკითხები, სატარიფო პოლიტიკის კუთხით არსებულისაერთაშორისო პრაქტიკა და სემეკის სატარიფო რეგულირების პრინციპები. ასევე, მხარეებმა იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმაზე. 

ენერგეტიკული უსაფრთხოებისგაძლიერებისთვის ელექტროკავშირისა და განახლებადი ენერგიის პროგრამა (ESPIRE) მსოფლიო ბანკის ინიციატივაა.  პროგრამის მიზანია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის (BSSC) პროექტის მომზადებისა და განხორციელების მხარდაჭერა. პროექტი ითვალისწინებს შავი ზღვის ფსკერზეპარალელური ელექტრო და ოპტიკურ-ბოჭკოვანიკაბელების მოწყობას საქართველოსა და რუმინეთსშორის.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება