მიხეილ სარჯველაძე სოციალურად დაუცველთაბაზის გადამოწმებაზე: „ისინი, ვინც დღეს ბაზების გადამოწმების დაწყებას აკრიტიკებენ, მანამდე, სანამ ამ პროცესს დავიწყებდით, ალბათ თავადაც ამბობდნენ, რომ ბაზები გადასამოწმებელი იყო. ეს მათი მხრიდან სპორტს დაემსგავსა. რაღაც ხომ უნდა იყოს ან სწორი, ან არასწორი“

„თვითონაც ხვდებიან, რომ ხშირ შემთხვევაში ესგადაწყვეტილებები, რომლებსაც აკრიტიკებენ, უალტერნატივოდ სწორია. მათ შორის იყომიმდინარე წლის მარტში დაწყებული ჩვენიაქტივობა, რომელიც სოციალურად დაუცველთაბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმებასუკავშირდებოდა. როგორც იცით, ეს პროცესირამდენიმე წლის განმავლობაში შეჩერებული იყო“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ სოციალურიდახმარების პროგრამის შესახებ საუბრისას.

მინისტრის განმარტებით, დროთა განმავლობაშიოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაიცვლება, შესაბამისად, მნიშვნელოვანიამონაცემთა ბაზის პერიოდული განახლება, რათასაარსებო შემწეობის გაცემა ოჯახების რეალურმდგომარეობას შეესაბამებოდეს.

„ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს ბაზა რეალურადასახავდეს იმ ადამიანების მდგომარეობას, რომელთა დახმარებაც გვინდა და სისტემასამართლიანი იყოს. დასაწყისში ვნახეთშემთხვევები, როდესაც ადამიანს მაღალი შემოსავალი ჰქონდა და ასეთ ოჯახს 60-ლარიანიშემწეობის მიცემა სჭირდება? არ მგონია, ესსაჭირო იყოს.

ბუნებრივია, როდესაც გადამოწმების პროცესიდავიწყეთ, შევეცადეთ, პირველ რიგში, ასეთი ოჯახების მდგომარეობა შეგვესწავლა. შედეგად, საკმაოდ ბევრი ისეთი შემთხვევა გამოვლინდა, როდესაც საერთაშორისო სტანდარტებისშესაბამისად დამტკიცებული მეთოდოლოგიისმიხედვით, ოჯახს აღარ ეკუთვნოდა ის სარეიტინგოქულა, რომელიც ოთხი-ხუთი წლის წინ ჰქონდა“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა შეიძლება შეიცვალოს წევრების დასაქმებისა და შემოსავლების ზრდის შედეგად. ამასთან, სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრაცია ავტომატურად არ გულისხმობს საარსებო შემწეობის მიღებას, რადგან დახმარების დანიშვნა შესაბამის სარეიტინგო ქულაზეა დამოკიდებული. ბაზაში რეგისტრირებულ პირებს კი სხვა სოციალური შეღავათებით სარგებლობაც შეუძლიათ, მათ შორის, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამით.

მისივე განმარტებით, ოჯახის შემადგენლობისცვლილებაც, მაგალითად, ახალი წევრის დამატებაან ოჯახის წევრის გარდაცვალება, მონაცემებისგანახლებისა და მდგომარეობის გადამოწმებისსაფუძველია. შესაბამისად, ეს მუდმივი პროცესიადა მისი შედეგების წინასწარ განსაზღვრაშეუძლებელია.

მინისტრმა აღნიშნა რომ ეს ჩვეულებრივი ცოცხალი პროცესია, იმიტომ რომ მაგალითად, დემოგრაფიული მდგომარეობაც რომ ეცვლება ოჯახს, წევრი დაემატა, ან გარდაიცვალა, ასეთ შემთხვევაშიც ეს გადამოწმების საფუძველია. მონაცემების განახლება ხდება და ზუსტად ამაზე პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია. 

„ამასთანავე, მსოფლიო ბანკთან ერთად მეთოდოლოგიის განახლებაზეც ვმუშაობთ. ესეც, ბუნებრივია, გარკვეულ გავლენას მოახდენს პროცესზე. რაც შეეხება მოსაზრებას, რომ ეს პოლიტიკური ინსტრუმენტია, მერწმუნეთ აბსურდია. დინამიკასაც რომ დავაკვირდეთ, როდის რა ხდებოდა და ა.შ., არ მგონია, ვინმეს ჰქონდეს საფუძველი, განაცხადოს, რომ ეს არჩევნებს უკავშირდება. ასეთი მითების შეთხზვა შეიძლება ვინმეს ინტერესს წარმოადგენდეს, მაგრამ ამას სიმართლესთან არანაირი კავშირი არ აქვს.

დავსვათ კითხვა: ისინი, ვინც დღეს ბაზების გადამოწმების დაწყებას აკრიტიკებენ, მანამდე, სანამ ამ პროცესს დავიწყებდით, ალბათ თავადაც ამბობდნენ, რომ ბაზები გადასამოწმებელი იყო. ეს მათი მხრიდან სპორტს დაემსგავსა. რაღაც ხომ უნდა იყოს ან სწორი, ან არასწორი“- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება