„დევნილ ოჯახებს, რომლებიც არ ირიცხებიან იმოჯახთა სიაში, ვისაც სახელმწიფომ შეუსრულავალდებულება განსახლებასთან დაკავშირებით, ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ სახელმწიფოსგანკომპენსაცია. ყველა იმ ოჯახსაც, რომელსაც უკვეაქვს საკუთრებაში ბინა, მაგალითად, თავისითშეძენილი, ანუ ამჟამად საცხოვრისის პრობლემა არაქვს, ექნება უფლება, მოგვმართოს და მიიღოსდაკმაყოფილება კომპენსაციის გზით“ – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმამიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მინისტრმა დევნილებისთვის განკუთვნილი ახალიპროგრამის დეტალებზე ისაუბრა, რომლისმიხედვითაც, დევნილი ოჯახის თითოეული წევრისახელმწიფოსგან 10 000 ლარს მიიღებს.
„დევნილებზე როდესაც ვსაუბრობთ, გავითვალისწინოთ, რომ ყველა ოჯახს ერთნაირისაჭიროება არ აქვს. სახელმწიფოს მიერ, კანონმდებლობის საფუძველზე, განსაზღვრულიაობიექტური კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაცფასდება საჭიროებები.
მნიშვნელოვანია, რომ 2012 წლამდე, როდესაცდევნილთა სამინისტრო არსებობდა, მთელისამინისტროს ბიუჯეტი სულ 25 მილიონი იყო. დღესმხოლოდ განსახლების პროგრამისთვისსახელმწიფოს გამოყოფილი აქვს 250 მილიონილარი და ეს თანხა მზარდია.
მიმდინარე პროექტების შედეგად, ბინა დამატებითდაახლოებით 2 700 ოჯახს გადაეცემა. ეს არ არისუმნიშვნელო რიცხვი, თუმცა პარალელურად გვაქვსძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიცაა„სოფლად სახლი“. ამ პროექტის ფარგლებშისახელმწიფო ბენეფიციარებს კონკრეტულადგანსაზღვრულ თანხას გამოუყოფს.
არიან ადამიანები, რომლებსაც შეიძლება არცბინის ლოდინი სურდეთ და არც სოფელშიცხოვრება. მათ ექნებათ შესაძლებლობა, სრულიადნებაყოფლობით მოითხოვონ ამის ნაცვლადკომპენსაცია, რომელიც ოჯახის თითოეულ წევრზე10 000 ლარს შეადგენს. საშუალოდ, ეს დაახლოებითიმავე თანხას უტოლდება, რაც „სოფლად სახლის“ პროექტისთვის არის გათვალისწინებული“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ განაცხადების მიღებაუახლოეს დღეებში დაიწყება. პროგრამითსარგებლობისთვის გადამწყვეტი ფაქტორია, რომ„ეს უნდა იყოს დევნილი ოჯახი მთლიანად და არამისი ცალკეული წევრები. ყველაზე მნიშვნელოვანიკი ის არის, რომ ოჯახს მანამდე არ უნდა ჰქონდესმიღებული დაკმაყოფილება სახელმწიფოსმხრიდან“.
მინისტრმა დევნილთა განსახლებისმიმართულებით მიღწეულ შედეგებზეც გაამახვილაყურადღება და აღნიშნა, რომ 2012 წლიდან დღემდე45 000-ზე მეტი დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა.
„ხშირად ამაზე არ ვსაუბრობთ. დღეს ვინც ამპროგრამებს, სახელმწიფოს ამ მიდგომებსა დაპოლიტიკას რაღაცნაირად თავს ესხმის, არგამოსდის, მაგრამ ცდილობს. იმ ხალხისმმართველობის პირობებში სულ 19 000 ოჯახიდაკმაყოფილდა. უფრო სწორად, მთელიდამოუკიდებელი საქართველოს განმავლობაში, ამვალდებულების გაჩენიდან 2012 წლის პირველოქტომბრამდე პერიოდში, სულ 19 000 ოჯახიდაკმაყოფილდა.
2012 წლიდან დღემდე დაკმაყოფილებულ ოჯახთარაოდენობა 45 000-ს აღემატება. ეს მნიშვნელოვანისხვაობაა. ამასთან, განსახლება ისეთი მასშტაბურიმშენებლობებით ხორციელდება, როგორიც ახლამიმდინარეობს. თბილისში მთელი ახალისაცხოვრებელი უბნები აშენდა. მიმდინარეპროექტის ფარგლებში შვიდი კორპუსი შენდება. დიდი საცხოვრებელი კორპუსები შენდებაზუგდიდში, ბორჯომში, რუსთავსა და ქუთაისში“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.