არ გვჭირდება არავინ საპატიმროში, თუ ისინი მოინანიებენ. ძალიან მძიმე დანაშაული ჩაიდინეს ამ ადამიანებმა, თუმცა ამისდა მიუხედავად ჩვენ მზად ვართ მათ ეს დანაშაული ვაპატიოთ

არ გვჭირდება არავინ საპატიმროში, თუ ისინი მოინანიებენ. ძალიან მძიმე დანაშაული ჩაიდინეს ამ ადამიანებმა, თუმცა ამისდა მიუხედავად ჩვენ მზად ვართ მათ ეს დანაშაული ვაპატიოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების ნაწილის მიერ საპროცესო შეთანხმების გაფორმების მზაობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მზად არიან მონანიების შემთხვევაში ყველას მიუტევონ, თუმცა არიან ქვეყანაში ძალები, „რომლებსაც უნდათ სიტუაციის ესკალაცია და პოლარიზაციის გაღრმავება”.

„საინტერესოდ წარმოჩინდა ოპოზიცია 4 ოქტომბერს. მაშინ გახსოვთ, დამხობის აქციაზე მივიდა 3-4 ათასი ადამიანი, მაგრამ საბოლოოდ რამდენიმე ადამიანი, ორგანიზატორები შეატოვეს და ყველა გაემიჯნა უცბად იმ დამხობის აქციას, რომელშიც თავად მონაწილეობდნენ. ეს აჩვენებს ამორალურობას რადიკალური ოპოზიციისა. როგორი ამორალური უნდა იყო, კაცმა დაგიძახა, მიხვედი დამხობის აქციაზე, სცადე მასთან ერთად ხელისუფლების დამხობა და როგორც კი ეს მცდელობა ჩავარდა, მაშინვე ემიჯნები.

რაც შეეხება პატიმრებს, ჩვენი მიდგომა არის ცხადი – თუკი ვინმე მოინანიებს, ჩვენ გვექნება შესაბამისი ზომები და ნაბიჯები. არ გვჭირდება არავინ საპატიმროში, თუ ისინი მოინანიებენ. ძალიან მძიმე დანაშაული ჩაიდინეს ამ ადამიანებმა, თუმცა ამისდა მიუხედავად ჩვენ მზად ვართ მათ ეს დანაშაული ვაპატიოთ, აღიარების შემთხვევაში. არიან ძალები, რომლებსაც უნდათ სიტუაციის ესკალაცია და პოლარიზაციის გაღრმავება, მაგრამ ჩვენი პოზიცია ასეთია”, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა: მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, მოინანიეს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე შესაბამისი განცხადებებით მიმართეს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება