პაატა სალია: ,,სამედიცინო მომსახურება ჩვენს პენიტენციურ სისტემაში გაცილებით უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე ბევრ სხვა მოწინავე ქვეყანაში”

ჩვენს პენიტენციურ დაწესებულებაში 24/7-ზე არის უზრუნველყოფილი სამედიცინო მომსახურება, თუ არსებობს საჭიროება, სამოქალაქო სექტორის კლინიკებშიც გადაგვყავს მსჯავრდებულები,“- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ტელეკომპანია ,,იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

,,დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ სამედიცინო მომსახურება ჩვენს პენიტენციურ სისტემაში გაცილებით უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე ბევრ სხვა მოწინავე ქვეყანაში,” – განაცხადა პაატა სალიამ.

იუსტიციის მინისტრის თქმით, ის რომ პენიტენციურ სისტემაში ჯანდაცვის საკითხები მაღალ დონეზეა, ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტმა (CPT) ბოლო პერიოდში ვიზიტების დროს არაერთხელ დადასტურდა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება