დავით ჩიხელიძე: როდესაც ადამიანს არგუმენტებით ვერ უპირისპირდები, იწყებ მის გაშავებას. როცა მის ნათქვამში ფაქტობრივ შეცდომას ვერ პოულობ, ცდილობ თავად ადამიანი გახადო პრობლემა. საბედნიეროდ ეს სიმართლეს ვერ ცვლის. გიორგი გველესიანის შემთხვევაში სწორედ ეს ხდება, მისი ნათქვამი შეიძლება ვინმესთვის არასასიამოვნო იყოს, მაგრამ არასასიამოვნო სიმართლე მაინც სიმართლეა

გიორგი გველესიანის ინტერვიუმ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს სიმართლის მიღება უჭირს. ადამიანი შეიძლება განსხვავებულ პოზიციაზე იდგეს, შეიძლება არ ეთანხმებოდე მის შეხედულებებს, მაგრამ როცა სიმართლეს ამბობს, მინიმუმ ჩუმად უნდა იყო და სიმართლისთვის ადამიანის გაშავება არ უნდა დაიწყო – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე, ფეხბურთელ გიორგი გველესიანის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში დაწყებულ ბულინგს.

ექსპერტის თქმით, პუნქტობრივად რომ გავყვეთ, გველესიანის ინტერვიუში ფაქტობრივ ცდომილებას ვერ ვნახავთ. სამაგიეროდ, ვნახავთ რაციონალურ, ფაქტებზე დაფუძნებულ მსჯელობას და რაც მთავარია, დიდი დოზით პატრიოტიზმს.

„სრული ჭეშმარიტება არის: სიმართლის მთქმელს ცხენი შეკაზმული უნდა ჰყავდესო.“
გიორგი გველესიანის ინტერვიუმ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს სიმართლის მიღება უჭირს. ადამიანი შეიძლება განსხვავებულ პოზიციაზე იდგეს, შეიძლება არ ეთანხმებოდე მის შეხედულებებს, მაგრამ როცა სიმართლეს ამბობს, მინიმუმ ჩუმად უნდა იყო და სიმართლისთვის ადამიანის გაშავება არ უნდა დაიწყო.
პუნქტობრივად რომ გავყვეთ, გველესიანის ინტერვიუში ფაქტობრივ ცდომილებას ვერ ვნახავთ. სამაგიეროდ, ვნახავთ რაციონალურ, ფაქტებზე დაფუძნებულ მსჯელობას და რაც მთავარია, დიდი დოზით პატრიოტიზმს.
სწორედ პატრიოტიზმი და აზროვნების სიღრმეა ის, რაც აკაცუკს არ აქვს და რაც მას აღიზიანებს. სწორედ ამიტომ გახდა გველესიანი სამიზნე, რომ მან რომელიმე მხარის პოზიცია კი არ დააფიქსირა, არამედ ეროვნული პოზიციის პრიზმიდან საუბრობდა…
როდესაც ადამიანს არგუმენტებით ვერ უპირისპირდები, იწყებ მის გაშავებას. როცა მის ნათქვამში ფაქტობრივ შეცდომას ვერ პოულობ, ცდილობ თავად ადამიანი გახადო პრობლემა. საბედნიეროდ ეს სიმართლეს ვერ ცვლის. გველესიანის შემთხვევაში სწორედ ეს ხდება, მისი ნათქვამი შეიძლება ვინმესთვის არასასიამოვნო იყოს, მაგრამ არასასიამოვნო სიმართლე მაინც სიმართლეა.“ – წერს ჩიხელიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება