მაკა ბოჭორიშვილმა საბერძნეთის რესპუბლიკის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

2026 წლის 18 სექტემბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მარია თეოდორუსთან.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის საკითხებზე. ყურადღება ასევე დაეთმო ევროკავშირთან ურთიერთობებს.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩს საქართველოში გაწეული საქმიანობისთვის და წარმატება უსურვა.

https://mfa.gov.ge/ka/news/106038-maka-botchorishvilma-saberdznetis-respublikis-elchtan-gamosamshvidobebeli-shekhvedra-gamarta

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური
მისამართი: 3-5 ლეონიძის ქუჩა, თბილისი, 0105, საქართველო

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება