საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორი, თორნიკე აფრიაშვილი ენერგეტიკის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, როგორც გამორჩეული ენერგეტიკოსი, დაჯილდოვდა. სემეკის წარმომადგენელს ენერგეტიკოსის საპატიო ჯილდო გადასცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა.
თორნიკე აფრიაშვილი პროფესიით ენერგეტიკოსია. მინიჭებული აქვს ენერგეტიკისა დაელექტროინჟინერიის დოქტორის აკადემიური ხარისხი. იგი არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისენერგეტიკის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, აქვს მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილებაელექტროენერგეტიკის რეგულირების სფეროში, მათშორის ელექტროენერგიის გადამცემი დაგამანაწილებელი ქსელების განვითარების, განახლებადი ენერგიის წყაროების ქსელშიინტეგრაციისა და ქსელური ინოვაციების, მათ შორისჭკვიანი ქსელების (Smart Grid), მიმართულებით.
თორნიკე აფრიაშვილი წლების განმავლობაში იყოენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონულიასოციაციის (ERRA) ენერგეტიკული ტრანსფორმაციისკომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე და მონაწილეობდარეგიონული მარეგულირებელი ორგანოებისთვისსაუკეთესო პრაქტიკების შემუშავებასა დაენერგეტიკული ტრანსფორმაციის სტრატეგიულიმიმართულებების განსაზღვრაში.