სახელმწიფო ტელევიზიის არხზე წამყვანის მოვალეობას დატოვებს, რათა ინტერესთა კონფლიქტის ეჭვი თავიდან აიცილოს“.
შეგახსენებთ, რომ რაფაელ გლუკსმანი 2009-2012 წლებში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი იყო და დღემდე მის მხურვალე მხარდამჭერად რჩება. იმავე წლებში იგი ქორწინებაში იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან, ეკატერინე ზღულაძესთან. გლუკსმანმა 2025 წლის 16 მარტს, მოძრაობა Place Publique-ის ყრილობაზე, შეერთებულ შტატებს ფრანგებისთვის თავისუფლების ქანდაკების დაბრუნებისკენ მოუწოდა. თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლევიტმა ამ განცხადებაზე საუბრისას გლუკსმანს „უსახელო, დაბალი დონის ფრანგ პოლიტიკოსი“ უწოდა.