იაგო ხვიჩია გიგა ლემონჯავას განცხადებაზე: გვარამიას ქვეშევრდომებმა სჯობს, დასვან კითხვა, საიდან ის 40 მილიონი, რითაც ისინი ფინანსდებოდნენ- სანამ სხვისი ფულის აღებაზე, ან სატელიტობაზე ილაპარაკებენ, როგორც ჩამოხრჩობილის ოჯახში თოკზე არ ლაპარაკობენო, ასე არ უნდა ილაპარაკონ ვინმეს მოსყიდვასა თუ ფულის აღებაზე

როგორც ჩამოხრჩობილის ოჯახში თოკზე არ ლაპარაკობენ, ასე არ უნდა ილაპარაკონ ჩემი აზრით ვინმეს მოსყიდვასა, თუ ფულის აღებაზე, – ასე გამოეხმაურა „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია „იმედინიუსთან“ გიგა ლემონჯავას განცხადებას. ხვიჩია „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, გიგა ლემონჯავას განცხადებას, რომ „ხვიჩიას პარტია ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის სატელიტია“, აბსურდს უწოდებს. „რა უნდა ვთქვა ამ აბსურდზე, მაგრამ გვარამიას ქვეშევრდომებმა სჯობს, დასვან კითხვა, საიდან ის 40 მილიონი, რითაც ისინი ფინანსდებოდნენ და შეიძლება, დღემდე ფინანსდებიან. თან ამაზე მარტო ჩვენ არ ვლაპარაკობთ, აგერ მიხეილ სააკაშვილსაც აქვს ეს პრეტენზია. სანამ სხვისი ფულის აღებაზე, ან სატელიტობაზე ილაპარაკებენ, როგორც ჩამოხრჩობილის ოჯახში თოკზე არ ლაპარაკობენო, ასე არ უნდა ილაპარაკონ, ჩემი აზრით, ვინმეს მოსყიდვასა თუ ფულის აღებაზე“, – აღნიშნა ხვიჩიამ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება