ბათუმში ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართა

12 – 13 აგვისტოს ბათუმში, „რვაფეხას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართა.

ორი დღის განმავლობაში ფესტივალის სტუმრებისთვის მრავალფეროვანი მუსიკალური და გასართობი პროგრამა იყო წარმოდგენილი. სცენაზე ახალგაზრდების საყვარელი მუსიკალური ჯგუფები, ადგილობრივი ბენდები და DJ-ები წარდგნენ.

ფესტივალის სივრცეში მოეწყო განსხვავებული ფოტოზონები, ფერადი დეკორაციები და სპეციალურად ღონისძიებისთვის შექმნილი ინსტალაციები. განსაკუთრებული გასართობი პროგრამა იყო მომზადებული პატარებისთვისაც – გაიმართა ფერებისა და საპნის ბუშტების შოუ, წარმოდგენილი იყვნენ ოჩოფეხები და ბავშვებისთვის საყვარელი ანიმაციური გმირები.

ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდა მეწარმეებსა და სტარტაპებს უსასყიდლოდ დაეთმოთ სივრცეები, სადაც მათ საკუთარი ნამუშევრებისა და პროდუქტების გამოფენა-გაყიდვის შესაძლებლობა მიეცათ. ფესტივალის ტერიტორიაზე ასევე მოქმედებდა კვებისა და გამაგრილებელი სასმელების ზონები.

ფესტივალი ორივე დღეს 19:00 – 23:30 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასზე დასწრება თავისუფალი იყო.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება