ნაძალადევის გამგეობა სამუშაოებს ლოტკინის დასახლებაში, ლაითურის ქუჩაზე
ახორციელებს. საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2 500 კვ.მ ფართობზე
მიმდინარეობს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე
განაცხადა.
მისი თქმით, პროექტის ფარგლებში, მოწესრიგდება მიმდებარე ტერიტორია და
მოეწყობა ბორდიური, შემდეგ კი დაიგება ასფალტის ორფენიანი საფარი.
„მისამართზე გასული საუკუნის 50-იანი წლების შემდეგ მსგავსი მასშტაბის
სამუშაოები არ ჩატარებულა. იყო გრუნტიანი, დაზიანებული გზის საფარი, რაც
პრობლემებს ქმნიდა როგორც ქვეითთა გადაადგილებისას, ისე მსუბუქი
ავტომობილებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე ინფორმაციით, ტერიტორია სრულად განახლდება, მიწისქვეშა
კომუნიკაციების ჩათვლით.
