ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული ონისე ცხადაძის ძმა, სანდრო ცხადაძისა და “ისაუბრეს” ერთობლივ იუმორისტულ გადაცემაში საქართველოს პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებას სარკასტულად გამოეხმაურა.
ცხადაძემ მომხდარი ჩხუბი „თანაბარ ბრძოლად“ შეაფასა, თუმცა მისი დამცინავი ტონი მალევე ღია ბულინგში გადაიზარდა. ცხადაძე ადამიანის შეზღუდულ შესაძლებლობებს დაცინვის საგნად აქცევს.
„იყო ჩხუბი… აბსოლუტურად თანაბარი ჩხუბი იყო. იმათი მხრიდან რატი იონათამიშვილი იყო ჩართული ჩხუბში. ამათი მხრიდან არავინ. რატის რაღაც მომენტში ხელი ჰკრეს, კინაღამ გააკვრევინა მანქანას, პირველ სიჩქარეში“- აღნიშნავს ცხადაძე.