⭕ასპინძის კულტურის ცენტრში ,,პირველობა ნარდში” ჩატარდა.

აღნიშნულ პირველობაზე მონაწილეობდნენ ასპინძის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ნარდის მოყვარულები.

🔸პირველობაზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები

ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ საპრიზო ადგილზე გასული მონაწილეები თასით, სიგელებით და შესაბამისი ხარისხის მედლებით დააჯილდოვა.

პირველ ადგილზე გასულ გამარჯვებულ მონაწილეს საჩუქრად ნარდი გადაეცა.

⭕ღონისძიება ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება