ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ღონისძიების “YRC აკადემიის” დასკვნით ეტაპზე პანელური შეხვედრა გაიმართა.

ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ღონისძიების “YRC აკადემიის” დასკვნით ეტაპზე  პანელური შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიებაზე ახალგაზრდებს შეხვდნენ: ნინო დოლიძე – ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის დირექტორი; თინათინ ზოიძე – აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე და ვანო მაისურაძე – ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე. შეხვედრა კითხვა – პასუხის რეჟიმში წარიმართა, ახალგაზრდებმა მიიღეს ამომწურავო ინფორმაცია მათთვის საინეტრესო საკითხებზე.

YRC აკადემია ტურიზმისა და მომსახურების მენეჯმენტის მიმართულებით მიმდინარეობდა და მის მიზანს წარმოადგენდა აღნიშნულ სფეროში საჭირო ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარება, მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომების გაცნობა და მათი პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერება.

პროგრამა დაეხმარა ახალგაზრდებს უკეთ მოემზადონ ტურიზმისა და მომსახურების სფეროში წარმატებული კარიერისთვის.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება