ირაკლი კობახიძე  – სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური თანამედროვე,  მაღალტექნოლოგიური ინსტიტუტია, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვეობის გამოწვევებს და მუდმივად ვითარდება, მთავრობა მომავალშიც  დაუჭერს მხარს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გაძლიერებას და  წინსვლას

სამომავლო გეგმებზე ისაუბრა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ანზორ ჩუბინიძემ. 

სამსახურის დაარსების 32 წლისთავთან დაკავშირებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის სხვადასხვა ხარისხის მედლებით უწყების 32 თანამშრომელი დააჯილდოვა.

საზეიმო ღონისძიებას საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრები, გენერალური პროკურორი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დაესწრნენ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება