ირაკლი კირცხალია – 26 ივნისს საგაზაფხულო სესია პრემიერ-მინისტრის ანგარიშით დაიხურება

ირაკლი კირცხალია – 26 ივნისს საგაზაფხულო სესია პრემიერ-მინისტრის ანგარიშით დაიხურება

26 ივნისს საგაზაფხულო სესია პრემიერ-მინისტრის ანგარიშით დაიხურება, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

მან საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე განხილულ საკითხებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარე კვირაში პარლამენტი რამდენიმე ანგარიშს მოისმენს.

მისივე თქმით, საპარლამენტო სესიის ბოლო კვირაა და საგაზაფხულო სესია 26 ივნისს დასრულდება.

„ეს სასესიო კვირა დახუნძლულია როგორც კანონპროექტებით, ასევე ანგარიშებით. ხვალ ჩვენ მოვუსმენთ სახალხო დამცველის ანგარიშს.

24 ივნისს იქნება გენერალური პროკურორის ანგარიში პარლამენტში.

25 ივნისს იქნება გენერალური აუდიტორის ანგარიში და 26 ივნისს საგაზაფხულო სესიას დახურავს პრემიერ-მინისტრის ანგარიში პლენარულ სხდომაზე“, – განაცხადა კირცხალიამ.

მისივე თქმით, ასევე არის დაჩქარებული წესით განსახილველი კანონპროექტები.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება