ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა მოადგილეებთან და მერიის სტრუქტურული
ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ზამურ ჭითანავამ,
შესაბამის სამსახურებს სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის
შესწავლა დაავალა.

გუშინ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსულმა ძლიერმა წვიმამ რამდენიმე სოფელში
პრობლემები შექმნა, რის შედეგადაც დაზიანდა და ჩაიხერგა შიდა სასოფლო გზების
გარკვეული მონაკვეთები. აღნიშნულთან დაკავშირებით მერიაში მოქალაქეებისგან
არაერთი შეტყობინება შევიდა.

მუნიციპალიტეტის მერის დავალებით, შესაბამისი სამსახურებისა და სამუშაო ჯგუფების
წარმომადგენლები დაზარალებულ სოფლებში იმყოფებიან, სადაც ადგილზე სწავლობენ
არსებულ ვითარებას. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დაიგეგმება შესაბამისი
ღონისძიებები.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება