აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატის, ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებას, რომ კრიზისში მყოფ “ნაცმოძრაობას” კრიზისმენეჯერი სჭირდება, სოციალურ ქსელში აფასებს. ანანიძის თქმით, ჟორჟოლიანის მენეჯერობა პარტიაში არსებული კრიზისის ქრონიკულ ფაზაში გადაყვანას ნიშნავს. “ნანუკა „კრიზისმენეჯერად“ – ნაცების კრიზისის ქრონიკულ ფაზაში გადაყვანაა,” – წერს ცოტნე ანანიძე.