ეკა სეფაშვილი: რუმინეთიც და სხვა ქვეყნებიც დარწმუნდნენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების, ფონდებისა და მსგავსი ორგანიზაციების ფინანსურ გამჭვირვალობას ქვეყნის უსაფრთხოებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი აცხადებს, რომ რუმინეთის მიერ შემუშავებული გამჭვირვალობის კანონი საქართველოს მიერ მიღებული კანონმდებლობის ანალოგიურია, თუმცა უფრო მკაცრი რეგულაციებით გამოირჩევა. დეპუტატის შეფასებით, სხვადასხვა ქვეყნები თანდათან რწმუნდებიან, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების, ფონდებისა და მსგავსი სტრუქტურების ფინანსური გამჭვირვალობა ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კომპონენტია. „რუმინეთის მიერ შემუშავებული გამჭვირვალობის კანონი ფაქტობრივად იმის ანალოგიურია, რაც საქართველომ რამდენიმე წლის წინ მიიღო, თუმცა გაცილებით მკაცრია. ეს ქვეყანა და სხვა ქვეყნებიც დარწმუნდნენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების, ფონდებისა და მსგავსი ორგანიზაციების ფინანსურ გამჭვირვალობას ქვეყნის უსაფრთხოებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს,”- განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება