მაკა ბოჭორიშვილი: „საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი წლების განმავლობაში წარმოადგენენ წარმატებული რეგიონული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითს, რომელიც ეფუძნება თანასწორობას, ურთიერთპატივისცემასა და საერთო ინტერესების გათვალისწინებას“

 

ჩვენი ქვეყნების როლის გასამტკიცებლად, რომელიც ხელს უწყობს უსაფრთხო, მდგრადი და ეფექტიანი სატრანზიტო, სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების განვითარებას, ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი საიმედო ხიდის ფუნქციის შესრულებას. ამ კონტექსტში განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ შუა დერეფანზე, რომელიც დღეს საერთაშორისო ვაჭრობისა და ტრანზიტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მარშრუტად ყალიბდება,“ – განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა.

 

მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის განვითარებაზე, მათ შორის ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მნიშვნელობასა და ენერგეტიკულ თანამშრომლობაზე.

 

დასასრულს, მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის პარტნიორობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. მან მადლობა გადაუხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს გულთბილი მასპინძლობისთვის და აღნიშნა, რომ მომდევნო, მე-11 მინისტერიალს საქართველო უმასპინძლებს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება