ევროკომისია მოგვიანებით აქვეყნებს შეფასებას, სადაც თვითონვე აღიარებს, რომ ჩვენ წინ ვუსწრებთ სხვა ქვეყნებს, ვისაც მიანიჭეს მანამდე კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ხდება ზუსტად ის, რაც გავთვალეთ.
მანამდე შეგახსენებთ, ამაზე აპრილშივე ვსაუბრობდით ჩვენ საჯაროდ, აპრილში გაიმართა შეხვედრა ბაკურიანში, კონფიდენციალური შეხვედრა, რომელსაც ერთ-ერთი უცხოელი მაღალჩინოსანიც ესწრებოდა, ვახშამზე იყო გვიან ჩასული და შემდეგ დაბრუნდა თბილისში და იქ პირდაპირ ტრენინგი ჩაუტარდათ რევოლუციაში. იქ იყვნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, „ენჯეოებისა“ და მედიასაშუალებების წარმომადგენლები, ოპოზიციაზეა საუბარი. ტრენინგი ჩაუტარდათ რევოლუციაში, ცნობილი „აკერმანის“ ტრენინგი და იქ იყო საუბარი რაზე – თუ-ს გარეშე იყო საუბარი, როცა არ მიენიჭებოდა კანდიდატის სტატუსი საქართველოს ივნისში, აპრილში იყო ამაზე საუბარი, უნდა მოეწყოთ რევოლუცია ამ საბაბით და ასეც მოხდა. ნახეთ, რამხელა აბსურდში შეიყვანეს ჩვენი საზოგადოება – ევროკავშირმა უსამართლოდ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე არ მოგვანიჭა კანდიდატის სტატუსი და ევროკავშირისვე, აშშ-ის წინა ადმინისტრაციის მიერ დაფინანსებული „ენჯეოები“ ითხოვდნენ ხელისუფლების გადადგომას. იმის გამო, რომ მათმა დონორებმა მიიღეს უსამართლო გადაწყვეტილება. მას შემდეგ წელიწადნახევარი დაგვჭირდა კანდიდატის სტატუსისთვის საბრძოლველად და მთელი ეს პუნქტები იყო 12 პუნქტი, 9 პუნქტი, ოპოზიცია არ შემოდიოდა სამუშაო ჯგუფში. წელიწადნახევარი ვიბრძოლეთ ჩვენ და ჩვენ გვაბრალებენ, რომ არ გვინდა ევროინტეგრაცია. ყველაფერი გავაკეთეთ ამისათვის – სამუშაო ჯგუფები, ცვლილებები და ა.შ. როცა გაცვდა უკვე კანდიდატის სტატუსი, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი, 2023 წლის დეკემბერში მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი. აქედან დაიწყო უკვე ახალი შანტაჟი მოლაპარაკებების გახსნის ინსტრუმენტით. ეს არის მთელი ისტორია. ანუ, ვიღაცას დასჭირდა საქართველოს დაშანტაჟება და ჩათვალეს, რომ ევროინტეგრაციის საკითხი, გამომდინარე საზოგადოების ძალიან მაღალი მხარდაჭერიდან ევროინტეგრაციის მიმართ, მაშინ კიდევ უფრო დიდი იყო მხარდაჭერა, ვიდრე ეს უსამართლობა დაიწყებოდა და კონკრეტულ ადამიანებს ჰქონდათ იმედი, რომ ევროინტეგრაციის საკითხი გამოყენებული იქნებოდა, როგორც ხელისუფლების გადატრიალების ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი, რასაც ვერ მიაღწიეს საბოლოო ჯამში. ამის შემდეგ ვრჩებით იმავე მდგომარეობაში. ვერ გამოვიდნენ აქედან – ევროკავშირის ელჩი პირდაპირ გამოვიდა საპარლამენტო არჩევნების წინ და პირდაპირ მოუწოდა ამომრჩევლებს მობილიზებულიყვნენ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, რაც ნიშნავდა პირდაპირ იმას, რომ ევროკავშირის ელჩს უნდოდა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნება ხელისუფლებაში. პირდაპირ მოუწოდა ამომრჩეველს, ეს ხომ ღიად ხდებოდა, დემოკრატიულ არჩევნებში პირდაპირ ჩაერია ევროკავშირის ელჩი. შანტაჟი – ეს არის ერთადერთი ახსნა, ყველა პარამეტრით საქართველო არის ბევრად უფრო წინ, დანარჩენი რჩება შანტაჟად,“- აღნიშნა პრემიერმა.