მედიაპლურალიზმის კუთხით საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა.
„საქართველოში არის მედიის სრული თავისუფლება და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარი 2012 წლის შემდეგ. რაც შეეხება მოლდოვას და უკრაინას, უმძიმესი მდგომარეობაა. უკრაინაში 105-ზე მეტმა ტელევიზიამ შეწყვიტა მაუწყებლობა, გაუჩერდა ლიცენზია ამ ბოლო წლების განმავლობაში. 100-ზე მეტ ტელევიზიას შეუჩერდა ლიცენზია, შეუწყდა მაუწყებლობა. მოლდოვაში 12 წამყვან არხს გაუუქმდა, შეუჩერდა ლიცენზია და ვეღარ მაუწყებლობენ. მოლდოვაში დარჩა სახელმწიფო ტელევიზია 1, ჰქვია ფორმალურად საზოგადოებრივი მაუწყებელი და მე-2 – სახელმწიფო ტელევიზია 2. ეს არის მოლდოვაში მედიაპლურალიზმის მდგომარება. თქვენ გსმენიათ სადმე ამასთან დაკავშირებით კრიტიკა? ვინმე დაუსანქცირებიათ იმის გამო, რომ 12 ტელევიზია გააუქმეს მოლდოვაში ან 105 ტელევიზია უკრაინაში? უკრაინაში ამას ამართლებენ ომით. მოლდოვაში არ არის ომი. 12 ტელევიზია დაიხურა, სახელმწიფო ტელევიზია 1, სახელმწიფო ტელევიზია 2 – ეს არის მედიაპლურალიზმის მდგომარეობა მოლდოვაში. იცით, ჩვენთან რა აჟიოტაჟი მოჰყვება ხოლმე პოლიტიკოსის დაჭერას, დაკავებას, დაპატიმრებას და ა.შ. იცით, რა ხდება ამ კუთხით უკრაინაში და მოლდოვაში“, – განაცხადა პრემიერმა.