ჯაბა ხუბუა: ნაცმოძრაობის სექტა საზოგადოებისათვის საშიშია და ქვეყნისათვის საფრთხეს წარმოადგენს

ჯაბა ხუბუა: ნაცმოძრაობის სექტა საზოგადოებისათვის საშიშია და ქვეყნისათვის საფრთხეს წარმოადგენს, ამის დასტურია ნაცსექტანტებისა და ლიბერფაშისტების ისტერიკა, სიძულვილისა და ღვარძლის ფრქვევა დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლების მიმართ მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ მათი მოთხოვნა და ინტერსები დააკმაყოფილა ნაცმოძრაობის ფუნდამენტალისტური სექტა და მისი მიმდევრების უდიდესი უმრავლესობა (ალბათ, იშვიათი გამონაკლისები აქაც არსებობენ, თუმცა გამონაკლისი წესს ადასტურებს) საზოგადოებისათვის საშიშია და ქვეყნისათვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს, – წერს ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა X-ზე. მისი განცხადებით, “ნაცსექტანტები და პორწავარდნილი ლიბერფაშისტები” რომ საზოგადოებისთვის საშიშია, ამას ადასტურებს დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების მისამართით ღვარძლის ფრქვევა და ამაზრზენი კომენტარები. როგორც ხუბუა აღნიშნავს, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ “ნაცსექტისათვის” ნებისმიერი ადამიანის გასაჭირი მხოლოდ პოლიტიკური ბრძოლის იარაღია. “ამის მკაფიო დასტურია ნაცსექტანტებისა და პირწავარდნილი ლიბერფაშისტების ისტერიკა და ამაზრზენი კომენტარები, იგავმიუწვდომელი სიძულვილისა და ღვარძლის ფრქვევა დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლების მიმართ მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ მათი მოთხოვნა და ინტერსები დააკმაყოფილა. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ნაცსექტისათვის ნებისმიერი ადამიანის გასაჭირი მხოლოდ ბინძური პოლიტიკური ბრძოლის იარაღია და ბავშვების ჯანმრთელობა და სიცოცხლეც კი ამ ფაშისტურ ბრბოს ზუსტად ისე ადარდებს, როგორც კერპთაყვანისმცემელს კერპისათვის შესაწირი ტარიგის ბედი. დიუშენის სინდრომით დაავადებული პაციენტები, ქართული სახელმწიფოს ხელშეწყობით, საჭირო წამლებს მიიღებენ, მაგრამ დედამიწის ზურგზე არ არსებობს წამალი, რომელიც ნაცს ნაცობისგან, ანუ ანტიადამიანობისგან განკურნავს.” – წერს ჯაბა ხუბუა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება