გამოვიდა ჯო უილსონი, გამოვიდა ეკა გიგაური და საუბრობდნენ იმაზე, რომ თითქოს საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთივს, ამაზე სამარცხვინო რა უნდა იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს ექსპორტი ირანში არის 0,5 პროცენტი და იმპორტი არის 1,5 პროცენტი. 

„რაც შეეხება სანქციების გვერდის ავლას, ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები ირანთან არის შემდეგი – ჩვენი ექსპორტი ირანში არის 0,5 პროცენტი და იმპორტი არის 1,5 პროცენტი. ასეთ დროს ეს სამარცხვინო ხალხი გამოდის და საუბრობს იმაზე, თითქოს საქართველო ეხმარება ირანს სანქციების გვერდის ავლაში. ამაზე სამარცხვინო რა უნდა იყოს. თქვენ ნუ დახვალთ ჯო უილსონის და ეკა გიგაურის დონემდე. ეს არის ჩემი მოწოდება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება