ირაკლი კობახიძე – ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა კორუფციის აღმოფხვრის მიზნით და შესყიდვები ამ კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, შეიქმნა ერთიანი, შესყიდვების ორგანიზებული სამსახური, რომელიც მთლიანად მოაწესრიგებს პროცესებს, თავიდან ბოლომდე პასუხს ვაგებთ იმაზე, რომ შესყიდვებიდან გამორიცხული იქნება კორუფციული გარიგებები

შეიქმნა ერთიანი, შესყიდვების ორგანიზებული სამსახური, რომელიც მთლიანად მოაწესრიგებს შესყიდვებთან დაკავშირებულ პროცესებს, თავიდან ბოლომდე პასუხს ვაგებთ იმაზე, რომ შესყიდვებიდან გამორიცხული იქნება კორუფციული გარიგებები,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა კორუფციის აღმოფხვრის მიზნით და შესყიდვები ამ კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

„პროცედურები ძალიან მნიშვნელოვნად მოწესრიგდა და ამას ემატება ინსტიტუციური რეფორმა, რომელიც განხორციელდა – შეიქმნა ერთიანი, შესყიდვების ორგანიზებული სამსახური, რომელიც მთლიანად მოაწესრიგებს შესყიდვებთან დაკავშირებულ პროცესებს. ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა კორუფციის აღმოფხვრის მიზნით და შესყიდვები ამ კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. აბსოლუტურად გამჭვირვალე იქნება ყველა პროცედურა, ამას უზრუნველყოფს ახალი გაერთიანებული სამსახური, რომელიც შეიქმნა. თავიდან ბოლომდე პასუხს ვაგებთ იმაზე, რომ შესყიდვებიდან გამორიცხული იქნება კორუფციული გარიგებები. ეს გამორიცხული იქნება თავად იმ გამჭვირვალე პროცედურებითაც, რომელიც დაინერგა სისტემაში,“- აღნიშნა პრემიერმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება