სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, საზეიმოდ აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ახალქალაქსა და მარნეულში

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, საზეიმოდ აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ახალქალაქსა და მარნეულში, სადაც დილიდან მოსახლეობა ქალაქის ცენტრალურ მოედნებზეა შეკრებილი. ადგილზე წარმოდგენილია სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი სივრცეები მრავალფეროვანი და საინტერესო კომპონენტებით, მათ შორის  ხელნაკეთი ნივთებისა და შემეცნებითი გამოფენებით, ადგილობრივების კონცერტითა და თეატრალური წარმოდგენებით, სპორტული აქტივობებით, როგორც ბავშვებისთვის, ისე უფროსებისთვის. მოწყობილია თემატური ინსტალაციები, ფოტოზონები, პავილიონები და მოსასვენებელი სივრცეები. ასევე, მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ ადგილზე დაათვალიერონ თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა. ამ წუთებში ადგილობრივი შემსრულებლები, ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები კონცერტს მართავენ. ღონისძიება კულმინაციას 17 საათსა და 10 წუთზე მიაღწევს, როდესაც მთელი ქვეყნის მასშტაბით და მათ შორის ახალქალაქსა და მარნეულშიც საქართველოს ჰიმნი საზეიმოდ შესრულდება. 

ვიდეო – https://we.tl/t-JWrib8Q1NaK4CNvL

სინქრონები: ლია გიგაური – სახელმწიფო მინისტრის მოადგილე

შოთა რეხვიაშვილი – სახელმწიფო მინისტრის მოადგილე

ილია ჯალაღონია – ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული

დაურ ისმაილოვი – მარნეულის მერი

სერგი მუშკუდიანი  – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე

ადგილობრივები

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება