„დღევანდელ ღონისძიებაზე იქნება როგორც კულტურული, ისე იქნება სტენდები, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს, გაეცნოს იმ ინოვაციებს, რომლებსაც ნერგავს იუსტიციის სამინისტრო; მიიღოს ინფორმაცია ჩვენი სერვისების შესახებ. წარმოდგენილი იქნება მობილური იუსტიციის სახლები, რომლებიც განკუთვნილია რთულად მისადგომი რეგიონებისათვის; დავბეჭდავთ სიმბოლურ პასპორტებს – მოგეხსენებათ, რომ იუსტიციის სამინისტრო ბეჭდავს ახალ პასპორტებს ახალი დიზაინით, სადაც ასახულია ჩვენი კულტურა და ისტორია; თითოეულ გვერდზე არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები დატანილი; საღამოს კი გვექნება კონცერტი“,- განაცხადა პაატა სალიამ.